მგზავრები
ჩერნომორსკი - ფოთი - ჩერნომორსკი

 

სამგზავრო ტარიფები მარშრუტებზე ჩერნომორსკი - ფოთი, ფოთი - ჩერნომორსკი გემი «Kaunas» ზე 01.09.2020 წ.-დან

ყურადღება: უკრაინის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა ხორციელდება ვებ-გვერდზეც უკრაინის ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს კომერციული კურსის მიხედვით. კომერციული კურსი გამოითვლება, როგორც უკრაინის ეროვნული ბანკის კურსი + 2%.

კაიუტის ტიპი

ფოტო

განთავსების კატეგორია

აშშ დოლარი თითო მგზავრზე,

ერთი მიმართულებით

კაიუტა ლუქსი

2 ოთახი (გარეთა, საშხაპით და საპირფარეშოთი, საწოლი (190x100 სმ), ტელევიზორი ერთ ოთახში + გაუშლელი დივანი (190х50 სმ) - მეორე ოთახში მაცივარი)

№ 8001

Ukrferry

АА/1

(ერთადგილიანი მგზავრობა)

460

1-2х ადგილიანი კაიუტა ნახევრად"ლუქსი"

(გარეთა, საშხაპით და საპირფარეშოთი, 2-საწოლიანი ლოგინი (200x140 სმ, 200x180 სმ*), ტელევიზორი, მაცივარი

№ 8004, 8005, 8007*, 8008

Ukrferry

A/1

(ერთადგილიანი მგზავრობა შესახლების გარეშე)

360

A/2

(ორადგილიანი მგზავრობა)

235

3-ადგილიანი კაიუტა "სტანდარტი"

(გარეთა, საშხაპით და საპირფარეშოთი, 2 საწოლი (ერთი მეორის ზემოთ) + დივანი (200х80 სმ)

№ 8012, 8013, 8016, 8017, 8021, 8025, 8029, 8033, 8041, 8043, 8044, 9026, 9030, 9034, 9038, 9042, 9046, 9050, 9054, 9013,9017, 9021, 9025, 9029, 9033, 9037, 9041, 9045, 9049

Ukrferry

B/1

(ერთადგილიანი მგზავრობა შესახლების გარეშე)

440

B/2

(ორადგილიანი მგზავრობა შესახლების გარეშე)

220

B/3

(სამადგილიანი ვარიანტი)

195

2-ადგილიანი კაიუტა "სტანდარტი"

(გარეთა, საშხაპით და საპირფარეშოთი, 2 საწოლი (ერთი მეორის ზემოთ)

№ 8020, 8024, 8028, 8032, 8036, 8040, 8050, 8054, 8058, 8062, 8066, 8070, 8074, 8078, 8082, 8086, 8090, 8094, 8098, 8102, 8106, 8107*, 8110, 8111*, 8114, 8051, 8055, 8059, 8063, 8067, 8071, 8075, 8079, 8083, 8087, 8091, 8095, 8099, 8103

*კაიუტები ხალიჩების საფარის გარეშე, ცხოველების ტრანსპორტირების შესაძლებლობით

Ukrferry

C/1

(ერთადგილიანი მგზავრობა შესახლების გარეშე)

375

C/2

(ორადგილიანი მგზავრობა ანდა ერთადგილიანი შესახლებით)

195
 

შენიშვნები:

1. მგზავრთა გადაყვანის საფასურის გამოყენების პირობები:

1.1. ფასდაკლება ბავშვებისთვის:

12 წლამდე - ტარიფის 50% ცალკე ადგილის გათვალისწინებით;
5 წლამდე - ტარიფის 70% ცალკე ადგილის გარეშე;

1 წლამდე - ტარიფის 90% ცალკე ადგილის გარეშე;
შენიშვნა: 5 წლიდან ბავშვისთვის კაიუტაში ცალკე ადგილის უზრუნველყოფა სავალდებულოა;

1.2. მგზავრობის საფასურში შედის გემზე სამჯერადი კვება;

1.3. ბილეთის ფასში შედის გამგზავრების და დანიშნულების პორტში ჩასხდომისა და ჩასვლის მოსაკრებლები;

1.4. 2 და 3 ადგილიანი განთავსების ვარიანტები „ლუქსის“ და „ბ“ კატეგორიის კაიუტებში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრები ოჯახის წევრები არიან ან ყველა მგზავრის ერთობლივი თანხმობით, ვინც შეიძინა ბილეთები ამ კაიუტაში.

2. ბილეთის გადატანის პირობები:

  • გემის პორტიდან დაგეგმილ გასვლამდე არანაკლებ 14 დღით ადრე ბილეთის გადატანა - უფასოა;
  • გემის დაგეგმილ გასვლამდე არანაკლებ 7 დღით ადრე ბილეთის გადატანისას ემატება შეკვეთის ღირებულების 12,5 %;
  • გემის დაგეგმილ გასვლამდე არანაკლებ 3 დღით ადრე ბილეთის გადატანისას ემატება შეკვეთის ღირებულების 25 %;
  • გემის რეისზე რეგისტრაციის დაწყებამდე 3 დღით ადრე ბილეთის გადატანისას ემატება შეკვეთის ღირებულების 50%.

შესაძლებელია ბილეთის გადატანა გადამზიდავის შეხედულებისამებრ, მიუხედავად მოთხოვნის დროისა, თუ გადატანა გამოწვეულია მგზავრისგან დამოუკიდებელი და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული გარემოებებით.

3. ბილეთში მგზავრის შეცვლის პირობები:

  • ბილეთში მგზავრის შეცვლა ჩასხდომის პორტიდან გემის დაგეგმილ გასვლამდე არანაკლებ 14 დღით ადრე - ემატება ბილეთის საფასურის 12,5%;
  • ჩასხდომის პორტიდან გემის დაგეგმილ გასვლამდე არანაკლებ 7 დღით ადრე ბილეთში მგზავრის შეცვლისას ემატება ბილეთის საფასურის 25% შეცვლის განხორციელების დღეს;
  • ჩასხდომის პორტიდან გემის დაგეგმილ გასვლამდე არანაკლებ 3 დღით ადრე ბილეთში მგზავრის შეცვლისას ემატება ბილეთის საფასურის 50% შეცვლის განხორციელების დღეს;
  • გემზე რეგისტრაციის დასრულებამდე 3 დღით ადრე პერიოდში მგზავრის შეცვლისას, ემატება ბილეთის ღირებულების 75%.

4. ბილეთის დაბრუნების პირობები:

მგზავრს, რომელმაც შეატყობინა გადამზიდავს ტრანსპორტირებაზე უარის შესახებ, უფლება აქვს დაიბრუნოს მგზავრობისა და ბარგის გადატანის საფასური შემდეგი ოდენობით:

  • ჩასხდომის პორტიდან გემის გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში, ბრუნდება ბილეთის ღირებულების 100%;
  • ჩასხდომის პორტიდან გემის გამგზავრებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში, ბრუნდება ბილეთის ღირებულების 75%;
  • ჩასხდომის პორტიდან გემის გამგზავრებამდე არანაკლებ 3 დღით ადრე ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში, ბრუნდება ბილეთის ღირებულების 50%;
  • თანხის დაბრუნება არ დაიშვება გამგზავრებამდე 3 დღემდე ნაკლები დროით.

ბილეთის საფასურის 100% დაბრუნება შესაძლებელია, გადამზიდავის შეხედულებისამებრ, მიუხედავად მისი დაბრუნების დროისა, თუ დაბრუნება გამოწვეულია მგზავრისგან დამოუკიდებელი და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული გარემოებებით.

ყურადღება: ყურადღება: მგზავრის შესაცვლელად, ბილეთის გადასატანად და დასაბრუნებლად საჭიროა წერილის დაწერა booking@ukrferry.com დაჯავშნის ნომრის მითითებით.

5. ბარგისა და ხელბარგის გადატანა:

თითოეულ მგზავრს, რომელსაც ცალკე ადგილი უკავია, აქვს 100 კგ ან 0.5 კუბური მეტრი კაიუტაში არსებული ბარგის (ხელბარგის) უფასოდ გადატანის უფლება. დადგენილ ნორმაზე მეტი ბარგის (ხელბარგის) გადაზიდვა იბეგრება - 50 აშშ დოლარით/მ3-ზე.

6. მძღოლის თანხლებით მიმავალი მსუბუქი ავტომობილების (მათ შორის მისაბმელიანი), მიკროავტობუსების, ტურისტული ავტობურგონების, მოტოციკლების (მათ შორის ეტლიანი), მოტოროლერების, მოპედების გადაზიდვის ტარიფები (ღირებულებაში შედის საზღვაო ფრახტი, ჩერნომორსკისა და ფოთი პორტებში ტერმინალის ხარჯები):

-ერთი მიმართულებით:

  • მსუბუქი ავტომობილი (5 მეტრამდე სიგრით, 2 ტონამდე დაუტვირთავი მასით): 335 აშშ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილი (6 მეტრამდე სიგრით, 3 ტონამდე დაუტვირთავი მასით): 385 აშშ დოლარი;
  • ტურისტული ავტოფურგონები, მიკროავტობუსები, მსუბუქი ავტომობილები მისაბმელებით (8 მეტრამდე სიგრძით, 5 ტონამდე დაუტვირთავი მასით): 585 აშშ დოლარი;
  • მოტოციკლი, მათ შორის ეტლიანი, მოტოროლერი, მოპედი: 150 აშშ დოლარი;
  • ველოსიპედის გადატანა ხდება უფასოდ.

-წრიული (უკანა გზის ბილეთის თარიღი უნდა იყოს პირველი რეისის თარიღიდან არაუგვიანეს 30 დღისა):

  • მსუბუქი ავტომობილი (5 მეტრამდე სიგრით, 2 ტონამდე დაუტვირთავი მასით): 540 აშშ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილი (6 მეტრამდე სიგრით, 3 ტონამდე დაუტვირთავი მასით): 660 აშშ დოლარი;
  • ტურისტული ავტოფურგონები, მიკროავტობუსები, მსუბუქი ავტომობილები მისაბმელებით (7 მეტრამდე სიგრძით, 3 ტონამდე დაუტვირთავი მასით): 900 აშშ დოლარი;
  • ტურისტული ავტოფურგონები, მიკროავტობუსები, მსუბუქი ავტომობილები მისაბმელებით (8 მეტრამდე სიგრძით, 5 ტონამდე დაუტვირთავი მასით): 1080 აშშ დოლარი;
  • მოტოციკლი, მათ შორის ეტლიანი, მოტოროლერი, მოპედი: 265 აშშ დოლარი.

7. მგზავრთან ერთად მყოფი შინაური ცხოველების გადაყვანა:

შინაური ცხოველებით მგზავრების გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ამისთვის სპეციალურად განკუთვნილ კაიუტებში: თბომავალზე „Kaunas“ - No. 8107, 8111. შინაური ცხოველების მფლობელების მგზავრობა ანაზღაურდება მგზავრთა ტრანსპორტირების ტარიფების შესაბამისად, ამასთან მგზავრი, რომელსაც გადაჰყავს ცხოველი, ვალდებულია შეიძინოს „ერთადგილიანი მგზავრობის“ კაიუტის ბილეთი. ალტერნატიულად, მგზავრს შეუძლია შეიძინოს ნებისმიერი სხვა კაიუტის ბილეთი, მაგრამ ამ შემთხვევაში შინაური ცხოველის ტრანსპორტირება მოხდება გალიით, რომელიც თან უნდა იქონიოს მგზავრმა, კაიუტის გარეთ, გემის სატვირთო გემბანზე, გემის ადმინისტრაციის მიერ მითითებულ უსაფრთხო ადგილას.

  • მგზავრთან ერთად მყოფი შინაური ცხოველის გადაყვანის ტარიფი: 50 აშშ დოლარი, ამასთან შინაური ცხოველის ტარიფით ტრანსპორტირების ერთეულად ითვლება:
    - ფრინველებისა და მღრღნელებისათვის: გალიაში 3 ცალამდე, იმ პირობით, რომ გალია 0,5 კუბურ მეტრამდეა;
    - კატებისთვის, ძაღლებისთვის და ა.შ. თითოეული შინაური ცხოველისთვის ცალკე;
  • კაიუტაში განთავსებისას, შინაური ცხოველის მფლობელი მგზავრი ვალდებულია გადაიხადოს გირაო 100 აშშ დოლარის ოდენობით, შინაური ცხოველის მიერ გემის ქონების დაზიანების შემთხვევისთვის. გირაოს თანხის შეტანისას მგზავრს აუცილებლად ეძლევა ამ ფაქტის დამადასტურებელი აქტი;
  • თანხის დაბრუნების პირობები: თუ მგზავრი უარს ამბობს ტრანსპორტირებაზე, შინაური ცხოველების გადაყვანის ღირებულების დაბრუნება ხორციელდება მგზავრებისა და ბარგის საზღვაო ტრანსპორტირების ხელშეკრულების პირობების მე-19 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
 

სამგზავრო ტარიფები მარშრუტებზე ჩერნომორსკი - ფოთი, ფოთი- ჩერნომორსკი გემი «Vilnius» ზე 26.03.2021 წ.-დან 

ყურადღება: უკრაინის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა ხორციელდება ვებ-გვერდზეც უკრაინის ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს კომერციული კურსის მიხედვით. კომერციული კურსი გამოითვლება, როგორც უკრაინის ეროვნული ბანკის კურსი + 2%.

კაიუტის ტიპი

ფოტო

განთავსების კატეგორია

აშშ დოლარი თითო მგზავრზე,

ერთი მიმართულებით

"კაიუტა ლუქსი", 2 ოთახი

(გარეთა, საშხაპით და საპირფარეშოთი, 2-საწოლიანი ლოგინი + 2 საწოლი (ერთი მეორის ზემოთ), ტელევიზორი, მაცივარი, ფენი)

Ukrferry

AA/1

(ერთადგილიანი მგზავრობა შესახლების გარეშე)

460

AA/2

(ორადგილიანი მგზავრობა შესახლების გარეშე)

360

AA/3

(სამადგილიანი ვარიანტი შესახლების გარეშე)

200

AA/4

(ოთხადგილიანი მგზავრობა)

160

კაიუტა "ნახევრად ლუქსი"

(2-ადგილიანი კაიუტა, გარეთა, საშხაპით და საპირფარეშოთი, 2-საწოლიანი ლოგინი, ტელევიზორი, მაცივარი)

№ 318, 322, 337

Ukrferry

A/1

(ერთადგილიანი მგზავრობა შესახლების გარეშე)

395

A/2

(ორადგილიანი მგზავრობა)

235

3-ადგილიანი კაიუტა "სტანდარტი"

(გარეთა, საშხაპით და საპირფარეშოთი, 2 საწოლი (ერთი მეორის ზემოთ) + დივანი)

№ 418, 420, 425

Ukrferry

B/1

(ერთადგილიანი მგზავრობა შესახლების გარეშე)

440

B/2

(ორადგილიანი მგზავრობა შესახლების გარეშე)

220

B/3

(სამადგილიანი ვარიანტი)

195

2-ადგილიანი კაიუტა  "სტანდარტი"

(გარეთა, საშხაპით და საპირფარეშოთი, 2 საწოლი (ერთი მეორის ზემოთ))

№ 301, 333, 431, 433, 435, 439, 441, 443, 447, 449*

*კაიუტები ხალიჩების საფარის გარეშე, ცხოველების ტრანსპორტირების შესაძლებლობით

Ukrferry

C/1

(ერთადგილიანი მგზავრობა შესახლების გარეშე)

375

C/2

(ორადგილიანი მგზავრობა ანდა ერთადგილიანი შესახლებით)

195

3-ადგილიანი კაიუტა  "სტანდარტი"

(შიდა (ილუმინატორის გარეშე) საშხაპით და საპირფარეშოთი, 2 საწოლი (ერთი მეორის ზემოთ) + ქვედა საწოლი)

№ 410*, 412*

*კაიუტები ხალიჩების საფარის გარეშე, ცხოველების ტრანსპორტირების შესაძლებლობით

Ukrferry

D/1

(ერთადგილიანი მგზავრობა შესახლების გარეშე)

435

D/2

(ორადგილიანი მგზავრობა შესახლების გარეშე)

215

D/3

(სამადგილიანი ვარიანტი)

190

2-ადგილიანი კაიუტა "ეკონომი"

(გარეთა, 2 საწოლი (ერთი მეორის ზემოთ), პირსაბანით, საშხაპისა და საპირფარეშოს გარეშე)

№ 328, 330, 332, 334, 342, 344, 346, 350, 356, 358, 360, 362, 364, 343, 345, 347, 349, 353, 357, 359, 361, 444, 446, 452, 454, 401, 402

* საპირფარეშო და საშხაპე განთავსებულია კაიუტის გვერდით, 1 საპირფარეშო და საშხაპე კაბინა ბლოკზე, რომელიც 2-3 კაიუტისგან შედგება

Ukrferry

Е/2

(ორადგილიანი მგზავრობა ანდა ერთადგილიანი შესახლებით)

195
 

შენიშვნები:

1. მგზავრთა გადაყვანის საფასურის გამოყენების პირობები:

1.1. ფასდაკლება ბავშვებისთვის:

12 წლამდე - ტარიფის 50% ცალკე ადგილის გათვალისწინებით;
5 წლამდე - ტარიფის 70% ცალკე ადგილის გარეშე;

1 წლამდე - ტარიფის 90% ცალკე ადგილის გარეშე;
შენიშვნა: 5 წლიდან ბავშვისთვის კაიუტაში ცალკე ადგილის უზრუნველყოფა სავალდებულოა;

1.2. მგზავრობის საფასურში შედის გემზე სამჯერადი კვება;

1.3. ბილეთის ფასში შედის გამგზავრების და დანიშნულების პორტში ჩასხდომისა და ჩასვლის მოსაკრებლები;

1.4. 2 და 3 ადგილიანი განთავსების ვარიანტები „ლუქსის“ და „ბ“ კატეგორიის კაიუტებში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრები ოჯახის წევრები არიან ან ყველა მგზავრის ერთობლივი თანხმობით, ვინც შეიძინა ბილეთები ამ კაიუტაში.

2. ბილეთის გადატანის პირობები:

  • გემის პორტიდან დაგეგმილ გასვლამდე არანაკლებ 14 დღით ადრე ბილეთის გადატანა - უფასოა;
  • გემის დაგეგმილ გასვლამდე არანაკლებ 7 დღით ადრე ბილეთის გადატანისას ემატება შეკვეთის ღირებულების 12,5 %;
  • გემის დაგეგმილ გასვლამდე არანაკლებ 3 დღით ადრე ბილეთის გადატანისას ემატება შეკვეთის ღირებულების 25 %;
  • გემის რეისზე რეგისტრაციის დაწყებამდე 3 დღით ადრე ბილეთის გადატანისას ემატება შეკვეთის ღირებულების 50%.

შესაძლებელია ბილეთის გადატანა გადამზიდავის შეხედულებისამებრ, მიუხედავად მოთხოვნის დროისა, თუ გადატანა გამოწვეულია მგზავრისგან დამოუკიდებელი და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული გარემოებებით.

3. ბილეთში მგზავრის შეცვლის პირობები:

  • ბილეთში მგზავრის შეცვლა ჩასხდომის პორტიდან გემის დაგეგმილ გასვლამდე არანაკლებ 14 დღით ადრე - ემატება ბილეთის საფასურის 12,5%;
  • ჩასხდომის პორტიდან გემის დაგეგმილ გასვლამდე არანაკლებ 7 დღით ადრე ბილეთში მგზავრის შეცვლისას ემატება ბილეთის საფასურის 25% შეცვლის განხორციელების დღეს;
  • ჩასხდომის პორტიდან გემის დაგეგმილ გასვლამდე არანაკლებ 3 დღით ადრე ბილეთში მგზავრის შეცვლისას ემატება ბილეთის საფასურის 50% შეცვლის განხორციელების დღეს;
  • გემზე რეგისტრაციის დასრულებამდე 3 დღით ადრე პერიოდში მგზავრის შეცვლისას, ემატება ბილეთის ღირებულების 75%.

4. ბილეთის დაბრუნების პირობები:

მგზავრს, რომელმაც შეატყობინა გადამზიდავს ტრანსპორტირებაზე უარის შესახებ, უფლება აქვს დაიბრუნოს მგზავრობისა და ბარგის გადატანის საფასური შემდეგი ოდენობით:

  • ჩასხდომის პორტიდან გემის გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში, ბრუნდება ბილეთის ღირებულების 100%;
  • ჩასხდომის პორტიდან გემის გამგზავრებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში, ბრუნდება ბილეთის ღირებულების 75%;
  • ჩასხდომის პორტიდან გემის გამგზავრებამდე არანაკლებ 3 დღით ადრე ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში, ბრუნდება ბილეთის ღირებულების 50%;
  • თანხის დაბრუნება არ დაიშვება გამგზავრებამდე 3 დღემდე ნაკლები დროით.

ბილეთის საფასურის 100% დაბრუნება შესაძლებელია, გადამზიდავის შეხედულებისამებრ, მიუხედავად მისი დაბრუნების დროისა, თუ დაბრუნება გამოწვეულია მგზავრისგან დამოუკიდებელი და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული გარემოებებით.

ყურადღება: ყურადღება: მგზავრის შესაცვლელად, ბილეთის გადასატანად და დასაბრუნებლად საჭიროა წერილის დაწერა booking@ukrferry.com დაჯავშნის ნომრის მითითებით.

5. ბარგისა და ხელბარგის გადატანა:

თითოეულ მგზავრს, რომელსაც ცალკე ადგილი უკავია, აქვს 100 კგ ან 0.5 კუბური მეტრი კაიუტაში არსებული ბარგის (ხელბარგის) უფასოდ გადატანის უფლება. დადგენილ ნორმაზე მეტი ბარგის (ხელბარგის) გადაზიდვა იბეგრება - 50 აშშ დოლარით/მ3-ზე.

6. მძღოლის თანხლებით მიმავალი მსუბუქი ავტომობილების (მათ შორის მისაბმელიანი), მიკროავტობუსების, ტურისტული ავტობურგონების, მოტოციკლების (მათ შორის ეტლიანი), მოტოროლერების, მოპედების გადაზიდვის ტარიფები (ღირებულებაში შედის საზღვაო ფრახტი, ჩერნომორსკისა და ფოთი პორტებში ტერმინალის ხარჯები):

-ერთი მიმართულებით:

  • მსუბუქი ავტომობილი (5 მეტრამდე სიგრით, 2 ტონამდე დაუტვირთავი მასით): 335 აშშ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილი (6 მეტრამდე სიგრით, 3 ტონამდე დაუტვირთავი მასით): 385 აშშ დოლარი;
  • ტურისტული ავტოფურგონები, მიკროავტობუსები, მსუბუქი ავტომობილები მისაბმელებით (8 მეტრამდე სიგრძით, 5 ტონამდე დაუტვირთავი მასით): 585 აშშ დოლარი;
  • მოტოციკლი, მათ შორის ეტლიანი, მოტოროლერი, მოპედი: 150 აშშ დოლარი;
  • ველოსიპედის გადატანა ხდება უფასოდ.

-წრიული (უკანა გზის ბილეთის თარიღი უნდა იყოს პირველი რეისის თარიღიდან არაუგვიანეს 30 დღისა):

  • მსუბუქი ავტომობილი (5 მეტრამდე სიგრით, 2 ტონამდე დაუტვირთავი მასით): 540 აშშ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილი (6 მეტრამდე სიგრით, 3 ტონამდე დაუტვირთავი მასით): 660 აშშ დოლარი;
  • ტურისტული ავტოფურგონები, მიკროავტობუსები, მსუბუქი ავტომობილები მისაბმელებით (7 მეტრამდე სიგრძით, 3 ტონამდე დაუტვირთავი მასით): 900 აშშ დოლარი;
  • ტურისტული ავტოფურგონები, მიკროავტობუსები, მსუბუქი ავტომობილები მისაბმელებით (8 მეტრამდე სიგრძით, 5 ტონამდე დაუტვირთავი მასით): 1080 აშშ დოლარი;
  • მოტოციკლი, მათ შორის ეტლიანი, მოტოროლერი, მოპედი: 265 აშშ დოლარი.

7. მგზავრთან ერთად მყოფი შინაური ცხოველების გადაყვანა:

შინაური ცხოველებით მგზავრების გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ამისთვის სპეციალურად განკუთვნილ კაიუტებში: თბომავალზე „Vilnius“ - No. 410, 412, 449. შინაური ცხოველების მფლობელების მგზავრობა ანაზღაურდება მგზავრთა ტრანსპორტირების ტარიფების შესაბამისად, ამასთან მგზავრი, რომელსაც გადაჰყავს ცხოველი, ვალდებულია შეიძინოს „ერთადგილიანი მგზავრობის“ კაიუტის ბილეთი. ალტერნატიულად, მგზავრს შეუძლია შეიძინოს ნებისმიერი სხვა კაიუტის ბილეთი, მაგრამ ამ შემთხვევაში შინაური ცხოველის ტრანსპორტირება მოხდება გალიით, რომელიც თან უნდა იქონიოს მგზავრმა, კაიუტის გარეთ, გემის სატვირთო გემბანზე, გემის ადმინისტრაციის მიერ მითითებულ უსაფრთხო ადგილას.

  • მგზავრთან ერთად მყოფი შინაური ცხოველის გადაყვანის ტარიფი: 50 აშშ დოლარი, ამასთან შინაური ცხოველის ტარიფით ტრანსპორტირების ერთეულად ითვლება:
    - ფრინველებისა და მღრღნელებისათვის: გალიაში 3 ცალამდე, იმ პირობით, რომ გალია 0,5 კუბურ მეტრამდეა;
    - კატებისთვის, ძაღლებისთვის და ა.შ. თითოეული შინაური ცხოველისთვის ცალკე;
  • კაიუტაში განთავსებისას, შინაური ცხოველის მფლობელი მგზავრი ვალდებულია გადაიხადოს გირაო 100 აშშ დოლარის ოდენობით, შინაური ცხოველის მიერ გემის ქონების დაზიანების შემთხვევისთვის. გირაოს თანხის შეტანისას მგზავრს აუცილებლად ეძლევა ამ ფაქტის დამადასტურებელი აქტი;
  • თანხის დაბრუნების პირობები: თუ მგზავრი უარს ამბობს ტრანსპორტირებაზე, შინაური ცხოველების გადაყვანის ღირებულების დაბრუნება ხორციელდება მგზავრებისა და ბარგის საზღვაო ტრანსპორტირების ხელშეკრულების პირობების მე-19 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
მისამართი
ოდესა, საბინსკის შესახვევი, 4ა ,
65014, უკრაინა
სამდივნო
+380 (482) 34-40-59 ukf@ukrferry.com