უკრაინის ტრანსპორტის მინისტრის ი. პ. დანკევიჩის 1995 წლის 18 ოქტომბრის # 348 ბრძანებით სახელმწიფო სანაოსნო კომპანია შავის ზღვის საზღვაო გემთმავლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის ბაზაზე შეიქმნა სანაოსნო კომპანია „უკრფერი“. დასაწყისი იყო რთული ...
2020
კომპანია აღნიშნავს დაარსებიდან 25 წლისთავს. აქტიურ მონაწილეობას იღებს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციაში COVID-19 ეპიდემიასთან დაკავშირებით, საქველმოქმედო დახმარებას უწევს საავადმყოფოებს ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
2018
გაიხსნა ახალი ხაზი ჩერნომორსკი - კარასუ - ჩერნომორსკი ახალგაზრდა და აქტიურად განვითარებად თურქულ პორტ კარასუში.
2010 – 2015
იწყება ისეთი მიმართულებების განვითარება, როგორიცაა კონსტანცა - ბათუმი, ბათუმი - სამსუნი - ჩერნომორსკი. კომპანია დაუღალავად ეძებს ახალ მიმართულებებს და ტვირთის ნაკადებს როგორც შავ ზღვაში, ისე ხმელთაშუა ზღვის სხვა რეგიონებში. კომპანიის ხაზებზე მუშაობას იწყებს ახალი თბომავლები - „Vilnius“ და „Kaunas“.
2009
2009 წლის მარტიდან სანაოსნო კომპანიამ სახსრების ინვესტირება განახორციელა ქერჩის პორტში სარკინიგზო საბორნე ტერმინალის მშენებლობაში, ორგანიზება გაუკეთა და ახორციელებდა რეგულარულ გადაზიდვებს საბორნე გადასასვლელით - ქერჩი - ფოთი/ბათუმი.
1995 წლიდან 2010 წლის ჩათვლით პერიოდში სანაოსნო კომპანია „უკრფერი“-ს თბომავლებმა არაერთხელ შეასრულა სპეციალური რეისები უკრაინის სამშვიდობო კონტინგენტების გადასაყვანად ევროპის, აზიისა და აფრიკის რიგ ქვეყნებში.
2000 - 2007
უკრაინის 2000 წლის 16 მარტის #1546-III კანონის თანახმად, სანაოსნო კომპანიამ „უკრფერი“ უკრაინის მხრიდან მიიღო „დანიშნული საწარმოს“ სტატუსი ვარნა - ილიჩევსკი - ფოთი/ბათუმის საბორნე გადასასვლელის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების განხორციელებაში.
უკრაინის ტრანსპორტის სამინისტროს 2002 წლის 26 აპრილის #284 ბრძანებით სანაოსნო კომპანია „უკრფერი“-ს მიენიჭა ეროვნული გადამზიდავის სტატუსი.
2001 წლის მაისში, კომპანიის დახმარებით, დერინჯეს (თურქეთი) პორტში აშენდა სარკინიგზო-საბორნე ტერმინალი, გაიხსნა ახალი სარკინიგზო-საავტომობილო საბორნე ხაზი ილიჩევსკი (უკრაინა) - დერინჯე (თურქეთი).
2001 წლის 11 დეკემბერს სანაოსნო კომპანიამ „უკრფერი“ მიიღო საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001:2000, რაც მოწმობს მაღალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების ხარისხზე სანაოსნო მენეჯმენტის, სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტირების სფეროში.
2006 წლის მარტიდან 2009 წლის ოქტომბრამდე პერიოდში სანაოსნო კომპანია „უკრფერი“ ახორციელებდა საკრუიზო ბორნის „სამხრეთ პალმირა“-ს ექსპლუატაციას შავ ზღვაზე, მათ შორის 2007 წლის ზაფხულში, სსრკ დაშლის შემდეგ პირველად, შესრულდა საზღვაო კრუიზების სერია ისტორიული ყირიმი - კავკასიის ხაზის მარშრუტზე სტამბოლის პორტის დამატებით: ოდესა - იალტა - სოჭი - სტამბოლი - ოდესა.
1999
1999 წლის 17 აპრილს სანაოსნო კომპანიამ „უკრფერი“ ხელი შეუწყო საბორნე ხიდის გახსნას ფოთში (საქართველო).
1998
1998 წლის ნოემბრიდან 2010 წლის ივლისის ჩათვლით სანაოსნო კომპანიამ „უკრფერი“ განახორციელა რეგულარული სატვირთო-სამგზავრო გადაზიდვები ოდესა (უკრაინა) - სტამბოლი (თურქეთი) ხაზზე საავტომობილო-სამგზავრო ბორნით „კალედონია“.
1998 წლის 29 მაისს სანაოსნო კომპანიამ „უკრფერი“ მიიღო სერთიფიკატი „ვერიტასის ბიურო“ გემების უსაფრთხო ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო კოდექსის მიხედვით დაბინძურების აღკვეთის საერთაშორისო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისობაზე.
1998 წლის 19 დეკემბერს ბათუმში (საქართველო) გაიმართა საბორნე ხიდის და რეგულარული ხაზის ილიჩევსკი (უკრაინა) - ბათუმი (საქართველო) გახსნის საზეიმო ცერემონია.
1997
1997 წლის ზაფხულში სანაოსნო კომპანიამ „უკრფერი“ საფრანგეთში შეიძინა საავტომობილო-სამგზავრო ბორანი „კალედონია“ - პირველი და ერთადერთი საზღვაო სამგზავრო გემი, რომელიც ოფიციალურადაა შეძენილი უკრაინული კომპანიის მიერ და რეგისტრირებული უკრაინის დროშის ქვეშ უკრაინის დამოუკიდებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
1996
დაარსების დღიდან, სანაოსნო კომპანიამ „უკრფერი“ ახორციელებდა საერთაშორისო სარკინიგზო-სამგზავრო საბორნე გადასასვლელის ექსპლუატაციას ილიჩევსკი (უკრაინა) - ვარნა (ბულგარეთი). 1996 წლის დეკემბრიდან კომპანიამ გახსნა საბორნე ხაზი უკრაინა - საქართველო, გამართა რეგულარული მიმოსვლა სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის, საავტომობილო ტექნიკის, კონტეინერების და მგზავრების ტრანსპორტირებით უკრაინასა და ამიერკავკასიისა და შუა აზიის სახელმწიფოებს შორის.
სანაოსნო კომპანია „უკრფერი“-ს მიერ ამ ხაზის გახსნამ და განვითარებამ საფუძველი ჩაუყარა ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნისა და ევროკავშირის TRACECA-ს პროგრამის კონცეფციის პრაქტიკულ განხორციელებას.
1996 წლის 11 ივლისს სანაოსნო კომპანია „უკრფერი“ მიღებულია შავი ზღვის აუზის გემთმფლობელების საერთაშორისო ასოციაციის (BINSA) წევრად.
1995
სანაოსნო კომპანია „უკრფერი“ შეიქმნა 1995 წლის 18 ოქტომბერს, შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის განვითარების, აგრეთვე საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის სხვა მიმართულებების განვითარების მიზნით.