კომპანიის შესახებ
ალექსანდრე მარკის ძე კურლიანდი შპს „უკრფერი“-ს პრეზიდენტი

ალექსანდრე მარკის ძე კურლიანდი — შპს „უკრფერი“-ს პრეზიდენტი

«ჩვენ ვაკავშირებთ ნაპირებს»

უკვე 25 წელია შპს „სანაოსნო კომპანია „უკრფერი“-ს საბორნე ხაზები აკავშირებს შავი ზღვის ნასადგურებს.

მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა კომპანიის მომსახურებით. ამ დროის განმავლობაში ჩვენ გადავზიდეთ ათობით მილიონი ტონა ტვირთი, ასიათასობით ერთეული სატვირთო ავტომობილი, სარკინიგზო ვაგონები, კონტეინერები და სხვადასხვა მგორავი ტექნიკა.

ამ ხნის განმავლობაში გაიხსნა ახალი საბორნე ხაზები და სანაპირო ტერმინალები, თანდათან ახლდება ფლოტის შემადგენლობა, ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

კომპანია უკრფერი აგრძელებს ნაოსნობის ტრადიციებს, რომლითაც ყოველთვის გამოირჩეოდა ოდესა, ვინაიდან ჩვენი მიზანია შავი ზღვის სანაპიროებს შორის საბორნე გადაზიდვების ბაზარზე ლიდერობა, მუდმივი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და მაღალი ტექნიკური და ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისობა.

 

შპს «სანაოსნო კომპანია «უკრფერი»
მენეჯმენტი
კომპანია უკრფერის ხელმძღვანელობა
კომპანია უკრფერის ხელმძღვანელობა
სოციალური პასუხისმგებლობა
კომპანიის კეთილი საქმეები
მიღწევები
ჯილდოები და მადლობები
კომპანია უკრფერის ისტორია
  • 2020

    კომპანია აღნიშნავს დაარსებიდან 25 წლისთავს. აქტიურ მონაწილეობას იღებს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციაში COVID-19 ეპიდემიასთან დაკავშირებით, საქველმოქმედო დახმარებას უწევს საავადმყოფოებს ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

  • 2018

    გაიხსნა ახალი ხაზი ჩერნომორსკი - კარასუ - ჩერნომორსკი ახალგაზრდა და აქტიურად განვითარებად თურქულ პორტ კარასუში.

  • 2010 – 2015

    იწყება ისეთი მიმართულებების განვითარება, როგორიცაა კონსტანცა - ბათუმი, ბათუმი - სამსუნი - ჩერნომორსკი. კომპანია დაუღალავად ეძებს ახალ მიმართულებებს და ტვირთის ნაკადებს როგორც შავ ზღვაში, ისე ხმელთაშუა ზღვის სხვა რეგიონებში. კომპანიის ხაზებზე მუშაობას იწყებს ახალი თბომავლები - „Vilnius“ და „Kaunas“.

  • 2009

    2009 წლის მარტიდან სანაოსნო კომპანიამ სახსრების ინვესტირება განახორციელა ქერჩის პორტში სარკინიგზო საბორნე ტერმინალის მშენებლობაში, ორგანიზება გაუკეთა და ახორციელებდა რეგულარულ გადაზიდვებს საბორნე გადასასვლელით - ქერჩი - ფოთი/ბათუმი.

    1995 წლიდან 2010 წლის ჩათვლით პერიოდში სანაოსნო კომპანია „უკრფერი“-ს თბომავლებმა არაერთხელ შეასრულა სპეციალური რეისები უკრაინის სამშვიდობო კონტინგენტების გადასაყვანად ევროპის, აზიისა და აფრიკის რიგ ქვეყნებში.

  • 2000 - 2007

    უკრაინის 2000 წლის 16 მარტის #1546-III კანონის თანახმად, სანაოსნო კომპანიამ „უკრფერი“ უკრაინის მხრიდან მიიღო „დანიშნული საწარმოს“ სტატუსი ვარნა - ილიჩევსკი - ფოთი/ბათუმის საბორნე გადასასვლელის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების განხორციელებაში.

    უკრაინის ტრანსპორტის სამინისტროს 2002 წლის 26 აპრილის #284 ბრძანებით სანაოსნო კომპანია „უკრფერი“-ს მიენიჭა ეროვნული გადამზიდავის სტატუსი.

    2001 წლის მაისში, კომპანიის დახმარებით, დერინჯეს (თურქეთი) პორტში აშენდა სარკინიგზო-საბორნე ტერმინალი, გაიხსნა ახალი სარკინიგზო-საავტომობილო საბორნე ხაზი ილიჩევსკი (უკრაინა) - დერინჯე (თურქეთი).

    2001 წლის 11 დეკემბერს სანაოსნო კომპანიამ „უკრფერი“ მიიღო საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001:2000, რაც მოწმობს მაღალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების ხარისხზე სანაოსნო მენეჯმენტის, სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტირების სფეროში.

    2006 წლის მარტიდან 2009 წლის ოქტომბრამდე პერიოდში სანაოსნო კომპანია „უკრფერი“ ახორციელებდა საკრუიზო ბორნის „სამხრეთ პალმირა“-ს ექსპლუატაციას შავ ზღვაზე, მათ შორის 2007 წლის ზაფხულში, სსრკ დაშლის შემდეგ პირველად, შესრულდა საზღვაო კრუიზების სერია ისტორიული ყირიმი - კავკასიის ხაზის მარშრუტზე სტამბოლის პორტის დამატებით: ოდესა - იალტა - სოჭი - სტამბოლი - ოდესა.

ჩვენი გალერეა
ჩვენი სამუშაო დღეები
ჩვენი სამუშაო დღეები
ოდესის საზღვაო ენციკლოპედია
ოდესის საზღვაო ენციკლოპედია
კომპანიის სიახლეები
We are confident in very successful future in the Black Sea
კომპანია „უკრფერი“-ს 25 წლის იუბილე
2020 წლის 18 ოქტომბერს სანაოსნო კომპანიამ „უკრფერი“ დაარსებიდან 25 წლის იუბილე აღნიშნა
2020 წლის 18 ოქტომბერს სანაოსნო კომპანიამ „უკრფერი“ დაარსებიდან 25 წლის იუბილე აღნიშნა
მარცვლეულით ვაჭრობა - კომპანიის საქმიანობის ახალი მიმართულება
სანაოსნო კომპანია „უკრფერი“-ს აქციონერებმა გადაწყვიტეს გახსნან თავიანთი საქმიანობის ახალი მიმართულება.
სანაოსნო კომპანია „უკრფერი“-ს აქციონერებმა გადაწყვიტეს გახსნან თავიანთი საქმიანობის ახალი მიმართულება.
მისამართი
ოდესა, საბინსკის შესახვევი, 4ა ,
65014, უკრაინა
სამდივნო
+380 (482) 34-40-59 ukf@ukrferry.com